საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური 31 ივლისი 2017
ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან

30 ივლისს, ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძiგური და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე.

ქართული დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ციპი ხოტოველთან გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ციპი ხოტოველმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, განათლების, უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის საკითებში ორმხრივი თანმშრომლობის უპირატესობებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ის მეტად გააქტიურებული ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს უფრო ინტენსიური გავხადოთ და თანამშრომლობის მეტი ფორმატი შევქმნათ. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება-გამოყენება, რომელიც ასე პრიორიტეტულია ისრაელისთვის, ასევე პრიორიტეტულია საქართველოსთვის და ჩვენ ტექნოლოგიების განვითრებისთვის გვჭირდება სწორედ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც ისრაელია“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ ასევე ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების განვითარების კომპანია „Mobeye”-ის წარმომადგენლებთან. მსოფლიო ბაზარზე „Mobeye“ არის ლიდერი კომპანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის ე.წ ჭკვიანი კამერების გამოყენების სფეროში.
კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოსთან სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ისაუბრეს კომპანიაში ქართველი სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის სტაჟირების გავლის შესაძლებლობაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი ისრაელში ქნესეტის პარტია - LIKUD-ის წევრების მიწვევით ხორციელდება

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში
10 მაისი 2019

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში

მსგავსი

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
02 მაისი 2019

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
30 იანვარი 2019

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”
15 ივნისი 2018

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”

31 დეკემბერი 2017

საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R