საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური 10 მაისი 2019
საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მახირ დარზიევი, გელა სამხარაული და რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით 7-9 მაისს საპასუხო სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბაქოს.

საქართველოს პარლამენტის წევრები აზერბაიჯანში მიიწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აფლატუნ ამაშევმა. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა დიასპორის საკითხებზე მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რამიზ ჰასანოვთან, აზერბაიჯანის რესპუბიკის მილი მეჯლისის ვიცე სპიკერთან ზიაფატ ასგაროვთან, მილი მეჯლისში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელთან აფლატუნ ამაშევთან და ჯგუფის სხვა წევრებთან.

ვიზიტის მიწურულს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჰიკმატ ჰაჯიევთან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე დ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამგვარი ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო კავშირების და მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა და განიხილეს ეკონომიკური, სოციალური და კუტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტები. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მოინახულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი და შეჰიდთა ხეივანი, სადაც პატივი მიაგეს პრეზიდენტის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი დაღუპული გმირების ხსოვნას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
02 მაისი 2019

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

მსგავსი

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
30 იანვარი 2019

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”
15 ივნისი 2018

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”

31 დეკემბერი 2017

საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის განცხადება

ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან
31 ივლისი 2017

ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R