საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 30 ივნისი 2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეხვედრაზე კომისიის მუშაობის მიმდინარეობასა და მის მიერ ინიცირებული ორი რეკომენდაციის შესახებ იმსჯელეს.

„ეს რეკომენდაციები რამდენიმე დღის წინ იქნა ინიცირებული. საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ განხილული ყოფილიყო კომისიის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომისია კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას გამოსცემს.

„მას შემდეგ, რაც შევხვდებით არასრულწლოვნებს და დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება სხვა მიმართულებითაც კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული დასკვნები. გვექნება ასევე საბოლოო დასკვნა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომისიის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა. მისივე თქმით, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე.

„შეხვედრაზე ძალიან საინტერესო, სხვადასხვა აზრები გამოითქვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მათ შორის გახმოვანდა პოზიცია, რომ ხომ არ არის ნაჩქარევი ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხულები არ არიან და ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში.

მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეიძლება, თანხმობაც კი იყოს, იმიტომ ეს არ არის მაინცდამაინც ძალიან პრაქტიკული და პრინციპული საკითხი, შესაძლებელია, დავეთანხმოთ კიდევაც.

ასევე, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია ამ ეტაპზე რეგლამენტის მიხედვით და ამ ტიპის რეკომენდაცია, რომ, ზოგადად, არა გამოძიება, არამედ, კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული. ამასთან დაკავშირებით, გვექნება მსჯელობა, 14:00 საათზე, შეხვედრაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
10 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მსგავსი

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა
06 სექტემბერი 2018

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
05 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს
04 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს
03 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R