საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საპარლამენტო უმრავლესობა 06 დეკემბერი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

გუშინ დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდა.


შეხვედრის მთავარი თემა იყო საქმიანობა, რომელიც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში უნდა განახორციელოს.

ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„ვისაუბრეთ იმ საქმიანობაზე, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ სამომავლოდ საპარლამენტო ასამბლეაში უნდა განახორციელოს. შევეხეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ასამბლეაში. შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის საკითხსაც, რომელიც არის განსაკუთრებულად სენსიტიური და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩანიშნულია 27 იანვარს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრიორიტეტი იქნება იმ ინტერესების წარმოდგენა, რომელიც არის დაკავშირებული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და ზოგადად, საქართველოს პოზიციების გამყარებასთან საერთაშორისო დონეზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს შეხვედრებს ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მართავენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
07 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მსგავსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
06 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
21 თებერვალი 2021

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“
29 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
16 იანვარი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R