საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა

მაჟორიტარი დეპუტატები 26 თებერვალი 2019
გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარისა და ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. გაიმართა შეხვედრები ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურთან, უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. 

სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით არსებული სიახლეები და გამოწვევები იყო და როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ საკითხების გადასაწყვეტად, მომავალში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება საჭირო.

,,ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პირობებში, უდიდესია ძლიერი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა, როგორც ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის, ისე ზოგადად სახელმწიფოს გაძლიერის მიმართულებით“ - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ლაგოდეხის საკრებულოს წევრებმა, ერთ-ერთ გამოწვევად ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდა დაასახელეს, რაც, მათი თქმით, თვითმმართველობის ორგანოებს ადგილზე არსებული პრობლემების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრის საშუალებას მისცემს.

შეხვედრის მეორე ნაწილში, უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ დიალოგის მხარდაჭერის მიზნით, მუდმივი კომუნიკაციითვისს მზადყოფნა გამოთქვა.

„ეს ფორმატი ხელს შეუწყობს საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის შტოებს შორის კოორდინაციის გამნტკიცებას, რაც იძლევა გარანტიას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას ადგილებზე არსებული პრობლემები“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დიალოგის ფორმატში, გურამ მაჭარაშვილის ორგანიზებით, საკრებულოს წევრები ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ყაველაშვილს შეხვდნენ, რომელთანაც ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კომპლექსურ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი კახიანთან შეხვედრისას კი, ხაზი გაესვა საკანონმდებლო რეგულაციების საჭიროებას, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სტანდარტიზაციის პროცესს დააჩქარებს. ამავე თემაზე, სამომავლოდ, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრაც დაიგეგმა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, დიალოგის განმტკიცების ეს ფორმატი, რაც ჯამში, კიდევ უფრო ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, სამომავლოდაც გაგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R