საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აპარატი 10 მარტი 2020
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მიერ ანკარაში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაედო საფუძვლად.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღვოდა ორმხრივი მოლაპარაკებები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების თაობაზე. ორივე პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო დააახლოებს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და ხელს შეუწყობს პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქ კოლეგასთან წარმატებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში. მანვე აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს კოლეგების გაცნობასა და სხვადასხვა საკითხებზე გამოცდილების გაზიარებას.

გივი მიქანაძემ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციის უფროსს, მეჰმეტ ალი კომბუზოღლუს შესთავაზა მიმდინარე წლის ზაფხულში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საქართველოში დაგეგმილი პირველი აკადემიის ერთობლივად გახსნა.

აპარატის უფროსმა ივნისში საქართველოს პარლამენტში მოიწვია თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გასაცნობად. თურქმა კოლეგამ დაადასტურა ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნომინირება აღნიშნული ვიზიტისთვის და თავის მხრივ განაცხადა მზაობა უმასპინძლოს საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაციას.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა, საელჩოსა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R