საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობა: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია

საპარლამენტო უმრავლესობა 23 მაისი 2019
საპარლამენტო უმრავლესობა: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია

საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ეხმაურება.

დეპუტატების შეფასებით, აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.

„კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესებას, ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის საჭიროებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში და 23 წევრთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების - ჯერი კონოლის და ადამ კიზინგერის მიერ არის ინიცირებული. ეს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია და სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროსაც“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, სადაც მხარდამჭერი აქტის მიღებას გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამერიკელ კოლეგებს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, კანონპროექტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. სოფიო ქაცარავას შეფასებით, აღნიშნული აქტი ადასტურებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.

„ეს არის ძლიერი და ყოვლისმომცველი შინაარსის მქონე კანონპროექტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მასში ასახულია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა საკითხი: ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და მართლაც უპრეცენდენტო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში საუბარია დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე. კანონპროექტში არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ მან, უსაფრთხოების ნაწილში, წარმოადგინოს ანგარიში და სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ხაზს უსვამს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შემთხვევაში ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დამატებითი გარანტიები უსაფრთხოების კუთხით. ასეთი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზს უსვამს იმ ერთსულოვან მხარდაჭერას, რომელიც მხარდამჭერმა აქტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მიიღო.

„კანონპროექტი ინიცირებულია როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ და მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა კონგრესში, რაც თავისთავად, სერიოზული გზავნილია. კანონპროექტი გაივლის ყველა საკანონმდებლო საფეხურს და დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო აქტი გახდება. ყველა საფეხურზე ამ დისკუსიის წარმოება, ამ საკითხების წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის, საერთაშორისო კონიუნქტურის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და გმობს რუსეთის ქმედებებს კონკრეტულ საკითხებსა და მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
07 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მსგავსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
06 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
21 თებერვალი 2021

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“
29 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
16 იანვარი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R