საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეთიკის კოდექსის ნორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

აპარატი 28 თებერვალი 2020
ეთიკის კოდექსის ნორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა, ლექცია გამართეს, რომელიც საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმების დანერგვასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს შეეხებოდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა - ირინა აღაპიშვილმა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა - გვანცა ბესელიამ, აპარატის თანამშრომლებს, საჯარო დაწესებულებებში ქცევის ნორმების - ეთიკის დანერგვის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნული ნორმატიული აქტის მომზადების პროცესზე ისაუბრეს. 

ირინა აღაპიშვილის ინფორმაციით, ეთიკის კოდექსზე მუშაობისას არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა, რომელზეც საჯარო დაწესებულებებში მომხდარი კონკრეტული შემთხვევების განხილვა მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, სამართლებრივ აქტზე მუშაობისას, შესწავლილი იქნა ქართული რეალობა და შესაბამისად, ეთიკის კოდექსი არც ერთი სხვა ქვეყნის ანალოგს არ იმეორებს. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა ეთიკის კოდექსის პარალელურად შინაგანაწესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში თავმოყრილია ისეთი ნორმები როგორიცაა ჩაცმის წესი, შრომითი დისციპლინა და სხვა, რაც თითოეული უწყებისთვის ინდივიდუალურ მიდგომებს წარმოადგენს.

საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა კომუნიკაციის სტანდარტებზე და პერსონალის მართვის პროცესში მენეჯერის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეთიკის კოდექსი მენეჯერს უფრო მეტ ყურადღებას და პასუხისმგებლობას აკისრებს, ვიდრე მის თანამშრომლებს, რადგან უშუალოდ მენეჯერის ვალდებულებაა, რომ თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაცია აწარმოოს და არ მოხდეს შიდა კონფრონტაციები. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა მოხელის პასუხისმგებლობის ვალდებულებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოხელეობა დიდი პასუხისმგებლობაა და იგი ყოველთვის აღემატება იმ ბენეფიტებსა და პრივილეგიებს, ვიდრე უშუალოდ მოხელის სტატუსია. პრეზენტატორებმა ლექციაზე „მისკომუნიკაციის“ და დიალოგის დეფიციტის შედეგად წარმოშობილ პრობლემებზე, ფავორიტიზმსა და ნეპოტიზმის მიდგომებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყოველივე ესენი შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე უარყოფითად აისახება და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას უშლის ხელს. 

ეთიკის კოდექსის ნორმებზე გამართული შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მოსმენილ ინფორმაციაზე მოსაზრებები და საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R