საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 09 ივლისი 2017
სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა

მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

სოფიო ქაცარავამ ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების, ტერორიზმის და სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედებები დაგმო.

„მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა, რუსეთის მხრიდან ანექსიის ფაქტები კვლავაც გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება არ ეძლევა. იმედს გამოვთქვამ, ეუთოს ფარგლებში, მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საერთო გამოწვევების და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და შესაბამისი შედეგი მიიღწევა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გამოსვლის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობასა და არსებული გამოწვევების დაძლევაში ასამბლეისა და პარლამენტარების როლზე ისაუბრა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 მაისი 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 მაისი 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R