საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით მეირიდ მაკგინესთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 13 ივლისი 2020
დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით მეირიდ მაკგინესთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტ ირლანდიის ლიბერალ-კონსერვატორების პარტიიდან Fine Gael), მეირიდ მაკგინესთან.

მხარეებმა, შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური გამოწვევები მიმოიხილეს.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ახალ საარჩევნო კოდექსზე, რაც მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მხარეებმა აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, კომიტეტის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

ხაზი გაესვა ევროკავშირის ბაზარზე ქართული ბიზნესის კიდევ უფრო მეტ და აქტიურ წარმომადგენლობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საპარლამენტო ურთიერთობებისა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

მეირიდ მაკგინესმა პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა.

თავის მხრივ, დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებისთვის გამოეყო.

დავით სონღულაშვილმა ვიცე პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

აღსანიშნავია, რომ დავით სონღულაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 მაისი 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 მაისი 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R