საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე და ირინე ფრუიძე ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 10 დეკემბერი 2018
ნინო გოგუაძე და ირინე ფრუიძე ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ.

პარლამეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის კონგრესის წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კონგრესის კვლევითი და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის, კონგრესმენ დევიდ პრაისთან, პიტერ როსკამთან, სუსან დევისთან, გვენ მურთან, ასევე IRI-ს პრეზიდენტ დანიელ ტვინინგთან, NED-ის პრეზიდენტ კარლ გერშმანთან და სხვა.

შეხვედრებისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, ამერიკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების საკითხებში. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეტი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები.

ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ფარგლებში, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შექმნაზე.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა შეხვედრას თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობა მოაქვს. ამ შეხვედრებზე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ვიმსჯელეთ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გაძლიერებას. ამ საკითხზე მუშაობს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერა უფრო დინამიურს გახდის ამ პროცესს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ირინე ფრუიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. „მისი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართ მრავალ მნიშვნელოვან პროექტში გამოიხატება. ამ თანამშრომლობის გასამყარებლად და გასამრავალფეროვნებლად აუცილებელია საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის კონგრესს შორის მეტი კავშირების დამყარება. ჩვენი ვიზიტის დროს საინტერესო დისკუსიები გაიმართა პარლამენტის გაძლიერების, პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდის და ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

პარლამენტის წევრების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-ის კონგრესის House Democracy Partnership-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R