ნინო წილოსანი და ლევან კობერიძე შესყიდვების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ლუბლიანაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომხსენებელი ნინო წილოსანი და პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე შესყიდვების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ლუბლიანაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ.
დღეს გაიმართა შეხვედრა კონკურენციის სააგენტოსთან და ასევე სლოვენიის რკინიგზასთან, რომელიც ყველაზე დიდი შემსყიდველია.
ახალი კანონის წერის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შემსყიდველების გამოცდილების გაზიარება.
სლოვენიაში, ქალაქ ლუბლიანაში შესყიდვების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები 21 მაისს დაიწყო.
შეხვედრებზე საქართველოს წარადგენენ ნინო წილოსანი და ლევან კობერიძე. ისინი სლოვენიაში ვიზიტის პირველ დღეს შეხვდნენ აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს.
შესყიდვების ახალი კანონის წერის პროცესში საქართველოს დახმარებას უწევს ავსტრიისა და სლოვენიის რესპუბლიკა.