საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური 30 მაისი 2017
ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატორების საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. 

ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს ფლორიდის შტატის გუბერნატორ რიკ სკოტთან და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრები გაიმართა ასევე, ამერიკული ბიზნესკომპანიების და Think Thank ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის დანიელ ჰანანთან და იან ზაჰრადილთან, ასევე ისრაელის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და განსაკუთრებით, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების საკითხებზე. 

ზვიად ძიძიგურის განცხადებით ეს იყო მნიშვნელოვანი ფორუმი, რადგან საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონსერვატიულ ფორუმში. 

„კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აშშ-ში გაიმართა საქართველოდან პირველად იყო წარმოდგენილი საქართველოს კონსერვატიული პარტია. მნიშვნელოვანია მსოფლიო კონსერვატიული მოძრაობების გააქტიურების ფონზე, საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ ისეთი ტიპის კონფერენციებში მიიღოს მონაწილეობა, სადაც თავისუფალი ვაჭრობის, თავისუფალი ბაზრის და მსოფლიო მასშტაბით საკუთრების უფლების საკითხების გაძლიერება განიხილება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის თემა უმნიშვნელოვანესია. ასეთი ტიპის პარტიული დაახლოებები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების განვითარებას. იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება არა მხოლოდ ევროპელ კონსერვატორებთან, არამედ ამერიკელ, სამხრეთ ამერიკელ და სხვა კონსერვატიულ მოძრაობებთანაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

ნინო გოგუაძის შეფასებით, ეს იყო უნიკალური ფორუმი, რომელმაც სათავე დაუდო საერთაშორისო კონსერვატიული მოძრაობის შექმნას. „ეს ფორუმი არის ახალი შესაძლებლობა იმისა, რომ ევროპის, ამერიკის, კანადის, აღმოსავლეთის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ბიზნესკომპანიები ერთობლივად მსჯელობდნენ ქვეყნებს შორის სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზე“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში
10 მაისი 2019

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში

მსგავსი

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
02 მაისი 2019

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
30 იანვარი 2019

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”
15 ივნისი 2018

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”

31 დეკემბერი 2017

საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R