საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომა გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA) 28 იანვარი 2019
ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომა გაიმართა

ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

კომიტეტების მუშაობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, სერგი კაპანაძე და სალომე სამადაშვილი მონაწილეობენ.

ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტმა განიხილა რეზოლუციის პროექტი - „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით“.

მომხსენებლებმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, ასევე დაეხმარება ქვეყნებს შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, გაზარდონ ბიზნესის ეფექტურობა და მოიზიდონ ინვესტიციები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.

სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე, იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში განათლების რეფორმებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ასევე, განათლების სექტორში ინოვაციების განვითარებაზე.

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტები განათლებისა და ინოვაციების სფეროში, როგორიცაა მაგალითად 2018 წელს თბილისში გახსნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა.

სხდომაზე მორიგ საკითხად ტუბერკულოზის გავრცელების პრევენციასა და აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, ტუბერკულოზი დღემდე რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს.

სხდომის ფარგლებში, განხილულ სამუშაო დოკუმენტებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მას საბოლოოდ, საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სესია დაამტკიცებს, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა
20 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია
20 აპრილი 2021

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა
20 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია
19 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა
19 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R