საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2021
მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია

​ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა ერთობლივი ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მისცა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან რეგიონში უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მაგალითი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევაა.

„ეს საკითხები მეტ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ახლა არის დრო, როცა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და განვსაზღვროთ, თუ საით უნდა წავიდეთ. საქართველომ უკვე განაცხადა 2024 წლის გეგმების შესახებ. მოლდოვა და უკრაინაც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. ვფიქრობთ, სწორედ ახლა არის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის სწორი მომენტი. აღმოსავლეთ პარტნიორობამ მომავალი სტრატეგიული ხედვა უნდა შეიმუშავოს და ამბიციურ პარტნიორებს მეტის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ასამბლეის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული გამოწვევების გარდა, სესიის ფარგლებში დელეგატებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე და იმ სურვილებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ფორმატი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ამ ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია სურთ. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან. მოხარული ვარ, რომ ბელარუსის მხრიდან მოდის დადებითი სიგნალები და მათ სურთ ამ ფორმატში ჩართვა. გრძელდება რეზოლუციებზე ხმის მიცემის პროცესი. გვინდოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ყველა გამოწვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ ტექსტებში აგვესახა“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებას გეგმავს, ამიტომ მისი თქმით, რეზოლუციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის ნაწილში შთაგონება გარკვეულწილად საქართველოს ამ გადაწყვეტილებიდან იქნა მიღებული.

„გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ. ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის კვლევა გვიჩვენებს, რომ განვითარების, ინტეგრაციის და მიღწევების კუთხით არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველო ბევრ შემთხვევაში ლიდერობს კიდეც. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ყოფს ევროკავშირი ამ ქვეყნების ჯგუფს ორად და მხოლოდ ერთს სთავაზობს გაწევრიანების პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ დიალოგს ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუტებში და ევროპარლამენტში, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო ამბიციური და კონკრეტული ინტეგრაციის პერსპექტივების კუთხით“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ სესიაზე მნიშვნელოვანი დიალოგი გაიმართა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი ანგარიშები. 

ასამბლეის თანათავმჯდომარემ, საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მიულოცა.

„მსურს დავასრულო გულწრფელი მილოცვით საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია. ჩემი გამოცდილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, ნუ გააგრძელებენ ამ ტენდენციას, იმედი მაქვს შემდეგი სესიაც საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, მათთვის საინტერესო შეკითხვებით, ონლაინ პლატფორმის საშუალებით საქართველოს პარლამენტიდან მიმართეს.

შეკითხვები ძირითადად, მომდევნო წლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრიორიტეტებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R