საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი: თანასწორობის პოლიტიკა იქცა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტად და საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკურსის ნაწილად

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 15 მარტი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი: თანასწორობის პოლიტიკა იქცა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტად და საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკურსის ნაწილად

11-19 მარტს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას ესწრება.

საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დიმიტრი ცქიტიშვილი სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მონაწილეობს და სესიის მონაწილე დელეგაციებს სიტყვით მიმართავს.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა პეკინის დეკლარაციას და მისი აღსრულების საუკეთესო მაგალითები განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა იმ პოზიტიური ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ, რაც საქართველოს გააჩნია გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

„თითქმის 25 წელი შესრულდა ისტორიული პეკინის დეკლრაციის მიღებიდან. დოკუმენტი, რომელიც ბოლო საუკუნეების მანძილზე გაწეულ ბრძოლასა და აკუმულირებულ გამოცდილებას დაეფუძნა და შექმნა საერთაშორისო კონსენსუსი.
ძალზედ რთული იყო ვითარება საქართველოში, მაშინ როდესაც დეკლარაცია იქნა მიღებული. მძიმე სოციალურ ეკონომიკურ ვითარებას, თან ერთვოდა პოსტ კონფლიქტური საზოგადოებისათვის დამახასიატებელი სინდრომი და მძიმე კრიმინოგენული ვითარება, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მასკულინური კულტურის გავლენასა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მან ღონისძიების მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში დღეს არსებული ვითარება გააცნო.

„საქართველოში დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. განსაკუთრებული დინამიკა ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეინიშნება. თანასწორობის პოლიტიკა იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტად და საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკურსის ნაწილად. შეიქმნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა რომელიც აყალიბებს ანტიდისკრიმნაციული სამართლებრივ მიდგომებს ქვეყნის პარლამენტში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო, ამბიციური დღისწესრიგითა და საქმოქმედო გეგმებით. მნიშვნელოვნად გაზრდილია საპარალემნტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელსუფლებაზე.

მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ნაციონალური საქმომედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები.

გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორდედ თანასწორობის პოლიტიკისკენ არის მიმართული.

სტამბულის კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად მოხდა კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დახვეწა, რამაც უფრო ქმედითი გახადა სახელმწიფოს როლი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენ მოვახდინეთ რეფორმები სამართალდამცავ უწყებებშიც იმისათვის, რომ უფრო სენსიტიური და ეფექტური იყოს მათი მუშაობა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიმართ.

გაძლიერებულია საქმოქალაქო სექტორის ქალთა უფლებების დაცველ ორგანიზაციათა შესაძლებლობები და გავლენა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები თვალსაჩინოა და შედეგები ხელშესახებია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ მგდომარეობა კარგია.

„მასიურია დისკრიმინაციის მასშტაბები, ქალთა მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საკმაოდ მცირეა, პრობლემად რჩება ქალა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შესაბამისი განათლების უზრუნვეყოფა ახალგაზრდა ქალებისთვის და გოგოებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დეპუტატს მიმაჩნია რომ მთავარი გამოწვევა, ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერებაა:

  • განათლება და დასაქამება;
  • ღირსებული სამუშაო პირობები და კარიერული წინსვლა;
  • თანაბარი ანაზღაურება;
  • სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა;
  • სერვისები ბავშვთა და მოხუცთა მოვლისთვის;
  • თანაბარი წვდომა ქონების საკუთრებასა და ფინანსურ რესურსებზე;
  • ინფრასტრუტურა;
  • გენდერული ბიუჯეტირება.

„ძალიან დიდია ქვეყანაში დასაქმების სფეროში არაფორმალური სექტორი და ბუნებრივია მასში ქალების წილიც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, საოჯახო საქმე რომელსაც ჯერ კიდევ უმეტესად ქალები ეწევიან, არც აღიარებულია და არც სათანადოდ დაფასებული. ეს ის დღის წესრიგია, რომელიც ვფიქრობ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მიმაჩნია რომ 2030 წლის დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც გლობალურ ისე ნაციონალურ დონეზე“, - განაცხადა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დასასრულს დეპუტატმა დამსწრეთ განუცხადა: „ამ გამოწვევებთან ბრძოლა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ფუნდამენტს იმ შეუქცევადი პროცესის დასაწყისისთვის, რომელსაც საზოგადოების სოციო-კულტურული ცვლილება ეწოდება. ეს არის შესაძლებლობა ქალებისთვის, რომ ჰქონდეთ მეტი კონტროლი თავიანთ რესურსებზე თუ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე იმისათვის, რომ მიაღწიონ სამართლიანობას და გენდერული თანასწორობას“.

მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
საქართველოს პარლამეტნის წევრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.

გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილი გეგმავს შეხვედრის გამართვას ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსის ოფისში.
დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ამერიკის პროფესიულ კავშირებში (AFL-CIO) და ამერიკულ სოლიდარობის ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილის გარდა, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე დაესწრებიან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

ვაშინგტონში ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას, ნიუ-იორკში დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა
20 მაისი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

მსგავსი

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
26 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა
07 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა
09 მარტი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა

04 მარტი 2021

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R