საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 09 მარტი 2021
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა
 
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა და ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა.

„დღეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში განვიხილავთ 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშს და ამ საკითხებიდან გამომდინარე შევიმუშავებთ 2021 წლის სამოქმედო გეგმის მონახაზს. უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ სამოქმედო გეგმა საბჭომ დროულად მიიღოს და დაამტკიცოს, რადგან ბევრი მწვავე საკითხი ძალიან აქტუალური გახდა“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელმა, თეონა ყუფუნიამ 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.

„შეფასების ანგარიშზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დასრულდა და იძლევა ძალიან კარგ სურათს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიღწევები და გამოწვევები ჰქონდა საბჭოს და რა რეკომენდაციები გვაქვს ამასთან დაკავშირებით.

შეფასება ეფუძნება დაახლოებით 30-მდე ინდივიდუალურ ინტერვიუს სხვდასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, დეპუტატებთან, დონორებთან და ასევე, საჯარო დოკუმენტების შესწავლას, რომელიც ან საბჭოზე შეიქმნა ან საბჭოს მიერ იქნა შექმნილი“, - განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა.

თეონა ყუფუნიამ დეტალურად ისაუბრა 2017-2020 წლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიღწევებზე, გამოწვევებზე და ასევე, რეკომენდაციებზე.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე დადებითი შეფასება გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას მისცა.

ნინო წილოსანის შეფასებით, წარმოდგენილი იყო სამოქმედო გეგმის ძალიან სრულყოფილი ანალიზი, რაც ნათელ წარმოდგენას იძლევა სად არის საჭირო დამატებითი ძალისხმევა.

ახალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისას, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პირველ რიგში, შემუშავდება 2021 სამოქმედო გეგემა, სადაც ასახული იქნება ის საკითხები, რომელთა დასრულება ვერ მოესწრო და ასევე, რომლებთან დაკავშირებითაც საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ამის შემდეგ შემუშავდება 2022 -2024 წლების სამოქმედო გეგმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R