საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2021
გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ექსპერტის მიერ წარმოდგენილ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელა.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ საბჭო ძალიან აქტიური იქნება გენდერული მეინსტრიმინგის ნაწილში სხვადასხვა აუცილებელი და საჭირო ცვლილებების მიღებისას.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს წინა მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის შედეგად დამუშავებული კონცეფცია და მონახაზი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში სავარაუდო შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის და პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილის მხრიდან მოსაზრებები, თუ რა ცვლილებების განხორციელება გვესაჭიროება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქვს კონცეფციის განახლება, რომელიც ძალიან მოძველებულია.

„გენდერული თანასწორობის კონცეფცია 2006 წელსაა დამტკიცებული და ის არ ასახავს იმ მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ძალიან პროგრესულ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ კანონმდებლობაში და აღსრულების ნაწილშიც გვაქვს. ამიტომ, ვთვლით, რომ კონცეფციის განახლება აუცილებელია, ხოლო რაც შეეხება „გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს, აღნიშნული უკვე შემდგომი წლების სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, გარკვეულწილად, უფრო ხანგრძლივ პროცესს მოიცავს და ამ მიმართულებით მუშაობას საბჭო მიმდინარე წელს დაიწყებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R