საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სხდომაზე გამოთქმული  დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი მიმართულება:  

  • სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება;
  • გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესება;
  • გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა;
  • პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება;
  • ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე;
  • სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი.

თითოეული მიმართულება შედგება რამდენიმე ამოცანისგან. სამოქმედო გეგმაში მითითებულია საბჭოს მიერ განსახორციელებელი საქმიანობები, ინდიკატორები, პარტნიორი ორგანიზაციები, ვადები და საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საბჭოს წევრები.

„2021 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ყველაზე გადაუდებელი და აუცილებელი საკითხები. მათ დიდ ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს პროაქტიულად იმისთვის, რომ მათი განხორციელება მოესწროს შესაბამის ვადებში. ასევე, დონორებთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ხელმძღვანელობით,  ვიმუშავებთ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც უფრო დეტალურად იქნება ასახული ჩვენს სფეროში არსებული ყველა გამოწვევა“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

დღევანდელ სხდომაზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა მათზე“ ინიცირებას.  

საკითხზე მომხსენებელი იქნება გენდერული საბჭოს წევრი ხატია წილოსანი. თემატური მოკვლევის ჯგუფში გაერთიანებული  იქნებიან ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.

„საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა იმ კუთხით, რომ კოვიდის პირობებში განსაკუთრებით გამოვლინდა არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების სირთულეები. ისინი  ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დისტანციურად მუშაობის პირობებში, ხშირ შემთხვევაში, მათი სერვისით სარგებლობა აღარ ხდებოდა, მათ დაკარგეს სამსახური და იმის გამო, რომ არ ეკუთნოდნენ დასაქმებულთა არცერთ კატეგორიას  სახელმწიფო კომპენსაციების მიღებაც ვერ შეძლეს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალთა მდგომარეობის მიმოხილვის მომზადება; გამოწვევების შესწავლა, რასაც ასეთ სექტორში დასაქმებული ქალები აწყდებიან; მათი უფლებების  მარეგულირებელი ეროვნული  კანონმდებლობის ანალიზი და  მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან; საკანონმდებლო და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი საკითხების საპასუხოდ.  

„ანგარიშში, ასევე, დეტალურად იქნება მიმოხილული  კოვიდ-19-ის გავლენა მსგავსი ტიპის დასაქმებულ სეგმენტზე“, - აღნიშნა  ხატია წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R