საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელიამ პარლამენტს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტების უფრო სწრაფ ტემპში და მოკლე ვადაში განხილვისკენ მოუწოდა

პარლამენტარები 22 ივნისი 2020
ეკა ბესელიამ  პარლამენტს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტების უფრო სწრაფ ტემპში  და მოკლე ვადაში  განხილვისკენ მოუწოდა

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის თხოვნით მიმართა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ რამდენიმე კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის შეუსრულებელ ვალდებულებად არ უნდა დარჩეს.

 „მინდა მივმართო პარლამენტს, კანონპროექტების განხილვა ცოტა უფრო სწრაფ ტემპებში  და უფრო მოკლე ვადაში მოახდინოს.  პირველ რიგში ეს ეხება ახალ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელსაც დღეს პარლამენტის ბიუროს წარვუდგენ. პატიმრობაში მყოფი არაერთი პირი ელოდება გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ ეს პარლამენტი როგორც ჩანს არ არის მზად იმისათვის, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე. ჩავთვალოთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტისთვის ეს დარჩება როგორც შეუსრულებელი ვალდებულება და შეუსრულებელი პირობა და ვაკუუმი, რაც დღეს გაჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გააუქმა რამდენიმე ნორმა, რომელთა საფუძველზეც ადამიანები სასჯელს იხდიან.  დღეს არის რეალური ვაკუუმი, არის საკანონმდებლო პრობლემა, რაც ვერ გასწორდება ვერანაირად - ან კანონი უნდა შეიცვალოს, რაც ვერ მოესწრება და ვერ მოხერხდება, ან ეს არის მოკლე გზა, რომელსაც ვთავაზობ პარლამენტს - ამნისტიის პროექტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ამ კანონპროექტის მიღება  ყველასათვის მნიშვნელოვანია.

„ვინც არ უნდა თქვას, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდისთვის მიღებული, რაც უნდა ის დაარქვან, როგორც უნდა ისე მონათლონ, ჩემთვის ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ პირობა და ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ თავის დროზე, მათ შორის მეც იმ გუნდთან ერთად, რომელმაც უთხრა საზოგადოებას, რომ შესთავაზებდა მათ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, შევასრულოთ. ეს მნიშვნელოვანია იმ  ადამიანებისათვის, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს წლების განმავლობაში, მათ შორის არის ისეთი რამდენიმე პატიმარი, რომლებმაც წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული ამ დრომდე დარჩა საპატიმროში სხვადასხვა დანაშაულის ერთობლიობის სასჯელით, მაგრამ უსამართლო სასჯელით და მათ შორის ისინიც, ვინც მცირე ოდენობის ნარკოტიკითაც სასჯელს იხდის და ეს სასჯელი არის მაღალი. ამიტომ პარლამენტს მინდა ვთხოვო,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოკლე ვადაში განიხილოს, რადგან ამ კანონს ელოდება არაერთი პატიმარი, მათი ოჯახები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა მის მიერ უკვე ინიცირებული კანონპროექტებიც გაიხსენა, რომელთა განხილვაც კომიტეტებშია  შეჩერებული, მათ შორის, ინიციატივა ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ეკა ბესელიას განცხადებით,  საკითხი რამდენჯერმე გადავადდა  და ბოლო გადავადება მოხდა ივნისში, როდესაც სამი თვით გადაავადეს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოწვევის პარლამენტი არ აპირებს ინიციატივის განხილვას. მე არაერთი განცხადება გავაკეთე და არა ერთი წერილით მივმართე, რომ განიხილონ ეს კანონპროექტი იმიტომ, რომ მისი ინიციატორი და ავტორი გახლავს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობდა და მუშაობს. მათთან ერთად შემუშავდა ეს ინიციატივა. იგი ეხება ძალიან მაღალ მაჩვენებელს ავტოავარიების დროს, სადაც ბავშვები არიან დაშავებულები და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულებულა ასეთი შემთხვევები. ეს იდეა არის ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საჭირო ინიციატივა, რომლის განხილვა ერთმა კომიტეტმა დაასრულა და ახლა გაჩერებულია იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების დონეზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, ასევე გადადებულია სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაც, რომლის განხილვა საერთოდ არ დაწყებულა.

„მივმართავ პარლამენტს, რომ ვიდრე დაამთავრებს საპარლამენტო მუშაობას, დაუბრუნდეს ამ მნიშვნელოვან კანონპროექტს. ეს ეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის საკითხს, მოსამართლეთა არჩევის ახალ პროცედურას, იმ ახალ კანონპროექტს, რომლის მიღება არის ამ მოწვევის პარლამენტისთვის პრინციპული. პრინციპული იმიტომ, რომ ცუდი ცვლილებების გამო საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო არაერთი კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის ტექსტშიც პირდაპირ იყო მოწოდება, რომ შეცვალეთ კანონი, რომელიც ეხება მოსამართლეების არჩევის წესს და გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ეს არის საკითხები, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტები  განიხილოს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R