საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევრო გადახდის ერთიან სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2021
ევრო გადახდის ერთიან სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, ევრო გადახდის ერთიან სივრცის სისტემაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის მიზანია დადგინდეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის და რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ის ქვეყნისთვის. 

„ევრო გადახდის ერთიანი სივრცე (SEPA) წარმოადგენს ევროპის ქვეყნების გაერთიანებას ევროს საბანკო გადარიცხვებისთვის. SEPA-ს სივრცეში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ევროში მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად, როგორც ეს ადგილობრივი (ქვეყნის შიგნით) გადარიცხვებისას ხორციელდება. საბანკო გადახდების სისტემის ინტეგრაცია ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებების აღმოფხვრას და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების სტანდარტების ჰარმონიზაციას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის გათვალისწინებით, საქართველოს SEPA-ში გაერთიანება ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზენტაციები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის II პროექტის ექსპერტმა, ლევან დოლიძემ და საგადასახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძემ წარადგინეს. სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს ასევე გამართავს საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდება სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები.

2020 წლის გაზაფხულზე ევროკომისიამ შეიმუშავა ერთობლივი კომუნიკე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ“, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

თანამშრომლობის ერთ-ერთ საკითხად წარმოდგენილია ევრო გადახდის ერთიანი სივრცის (SEPA) პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელების შესაძლებლობა.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 26 მარტს კომიტეტის სხდომაზე მიიღო ევრო გადახდის ერთიანი სივრცის სისტემაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის  გადაწყვეტილება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R