საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

მედია და საზოგადოება 28 აპრილი 2021
ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
 
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, განათლების სფერო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის.
 
„განათლების სფერო პერსპექტივაში ქმნის მტკიცე გარანტიებს გრძელვადიანი განვითარებისთვის. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ სფეროში საკმაოდ კარგად არის შესრულებული, თუმცა, საინტერესოა როგორ ხდება ევროკავშირში ინტეგრაციით მინიჭებული და მოპოვებული სარგებლის გამოყენება, რა სარგებელს ნახულობენ ჩვენი ქართველი სტუდენტები, რა შესაძლებლობები ეხსნებათ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ჩვენს მეცნიერებს, რა ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რაც ამ პროცესში აქვს ქვეყანას მონიჭებული, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სფერო ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ევროკავშირის მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ექცევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან განათლების სფეროში თანამშრომლობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
 
„იმ განაცხადიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმების თანმიმდევრულ შესრულებას და, მეორე მხრივ, კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური გუნდის განაცხადს, რომ 2024 წლისთვის მოხდეს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება, მნიშვნელოვანია პერიოდულად კომიტეტის წევრებმა და ზოგადად, კომიტეტმა ისევე, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, მოისმინოს ინფორმაცია, სად ვდგავართ იმ მომენტში ამ გზაზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ამ კუთხით კომიტეტებს შორის თანამშრომლობა“, - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
 
ანგარიში სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარმოადგინა.
 
„საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სტრუქტურულ პრიორიტეტს და, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და რეფორმის ფარგლებში გასატარებელი აქტივობები შესაბამისობაშია ან გამომდინარეობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებებისგან. განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის უმთავრეს ქვაკუთხედს წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრატეგიული ჩარჩოს მოწესრიგება. ევროკავშირის განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკას და საქართველოს სისტემის დაახლოების მიზნით, გრძელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამა. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ შეიმუშავა 2017 -2021 წლების განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, მომზადდა სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. ანგარიში შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ და შეფასებული ანგარიშით საკმაოდ პოზიტიური რეკომენდაციები მიიღო განათლების სამინისტრომ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით 2020 წლის მეორე ნახევარში, დაახლოებით შემოდგომის დასაწყისში 2022- 32 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე დავიწყეთ მუშაობა. ამ პროცესს ტექნიკურ დახმარებას უწევს დღეს ევროკავშირის საჯარო მმართველობის მხარდაჭერის პროგრამა, საჯარო მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაკონტრაქტებული ექსპერტები და როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს. ევროკავშირის კიდევ ერთი პროექტი არის ჩართული - უნარების განვითარება დასაქმებისთვის და ასევე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოხდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების აყვანა. დასრულებულია ექსპერტების აყვანის პროცედურა და განათლების სამინისტრო იწყებს მუშაობას 2022 -32 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და, რა თქმა უნდა, არა საქართველოს პარლამენტის როლი ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ პარლამენტი იქნება აქტიურად ჩართული სწორედ ასეთი ხელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ზოგადი განათლების მიმართულებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირთან თანამშრომლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის წარმატებით განხორციელება. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ხაზგასმულად არის აღნიშნული ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აკადემიური უნარების განვითარების აუცილებლობა. ამ მხრივ, 2020 წლის განმავლობაში დაიწყო და გრძელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება“, - განაცხადა მომხსენებელმა.
 
მან დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე ამ მიმართულებით, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R