საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და ამასთანავე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. გარდა იმისა, რომ ტრანსპორტის სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისითაც. ეს კი, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ტრანსპორტის სფეროს განსაკუთრებული როლი უკავია.

„ევროკავშირის მიერ შემუშავებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის მიხედვით, დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, რაც შესაძლებელს გახდის ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობას და რეაბილიტაციას, ბუნებრივია იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რაც ჩვენს ქვეყნას გააჩნია. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისკენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სხდომის დაწყებისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა სხდომაზე, სამინისტროს მიერ ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე პროექტებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.

„სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს. ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება; ახალი სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების განვითარება; სატრანსპორტო დერეფნების გაციფროვნება; ტრანსპორტისა და განათლების პრიორიტეტიზაციის გზით, ლოგისტიკის სექტორში კვალიფიკაციის დონის ამაღლება; კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოება და უშიშროების ზრდა“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მომხსენებელმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ქსელის, სატრანსპორტო კავშირების, სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების განვითარებაზე ისაუბრა.

მთავრობის წარმომადგენელმა ასევე, ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე, ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საავტომობილო ტრანსპორტის, რკინიგზის და სატრანსპორტო დერეფნის მიმართულებით გაფორმებულ შეთანხმებებზეც.

მომხსენებელმა ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, რკინიგზის რესტრუქტურიზაციის მიმართულებით 2022 წლის აგვისტომდე განსახორციელებელ პროექტებსაც გაუსვა ხაზი. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, რომ შემუშავებულია საგზაო უსაფრთხოების 2021-2025 წლების ეროვნული სტრატეგია და საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა.

მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველო მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც გამოცხადებულია ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის მიერ.

„აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის მასპინძელი ქვეყანა გახდება“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ტრანსპორტის სექტორში ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მდგომარეობაზე ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ერეკლე კეჟერაშვილმა წარმოადგინა.

ასოცირების შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების მექანიზმების შექმნაზე.

„ასოცირების შეთანხმება ყველა დარგის მიმართულებით ითვალისწინებს კონკრეტულ ევროდირექტივებს და რეგულაციებს შესაბამის დანართში, რომლის იმპლემენტაციის ვალდებულებაც საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რის შემდგომაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, იგეგმება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მუშაობა წარიმართება ტრანსპორტის სფეროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R