საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენადი მარგველაშვილმა ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვება მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 17 იანვარი 2020
გენადი მარგველაშვილმა ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვება მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

„საამაყოა ის ფაქტი, რომ 2020 წლის 8-12 იანვარს ქალაქ ალმატაში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელშიც 21 ქვეყნის 600 მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდნენ. მათ 16 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. მინდა, ეს გამარჯვება თითოეულ გამარჯვებულს, ასევე მათ მასწავლებლებს მივულოცო. ქართული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ. ამაში შეიტანს უდიდეს წვლილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ქართველმა პედაგოგებმა - ლელა მამულაშვილმა და მიხეილ სოხაშვილმა მოიპოვეს. მესამე ადგილი კი ვახტანგ შეკიშვილმა, ლუკა ხიზანიშვილმა და თეიმურაზ კალატოზმა გაინაწილეს.

გენადი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა გამარჯვებულებს და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R