საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 21 აპრილი 2021
​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

„მეორე მოსმენისას ჩავასწორეთ, რომ  როცა სკოლის ინიციტივით წყდება სტატუსის შეწყვეტა, სკოლა მეორე დღესვე ვალდებულია გადასცეს დოკუმენტები, ხოლო თუ ეს არის კანონიერი წარმომადგენლის ინიციატივით, მაშინ სკოლას 3 სამუშაო დღე აქვს იმისთვის, რომ საბუთები მოამზადოს და გადასცეს კანონიერ წარმომადგენელს. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მოსწავლის ჩარიცხვა საჯარო სკოლაში, რომელიც გეოგრაფიულად იქნება ყველაზე ახლო მის საცხოვრებელთან, თუკი კანონიერი წარმომადგენელი კერძო სკოლაში არ გადაიყვანს ამ მოსწავლეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დღესვე კომიტეტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა.

„კომიტეტის წინა სხდომაზე გვქონდა საუბარი გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ნუსხიდან, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო 2020 წლის ოქტომბრამდე, ნაწილი მიღებულია, ნაწილი კი არის შემუშავებული და მიღებას ელოდება. სამინისტრომ გადმოგვიგზავნა სია ამ კანონქვემდებარე აქტების და ასევე მათი მიღების გრაფიკი“ , - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ მოხდა რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის მიღება 2020 წლის ოქტომბრამდე.

მისი თქმით, დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გეგმაში მითითებულია თითოეული კანონქვემდებარე აქტის შესრულების ზუსტი ვადები. 

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი გეგმა არის ძალიან რეალისტური. პროცესი ბევრი უწყების ურთიერთდაკავშირებას გულისხმობს და მათ აქტივობებზე ვართ დამოკიდებული. რასაკვირველია, ეს პროცესი სამინისტროს კომუნიკაციით ხდება, მაგრამ სამინისტროს არ გააჩნია რესურსი იმისთვის, რომ აწარმოოს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევები, სიტუაციური ანალიზები, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების შესწავლა, რისთვისაც ჩვენ ძირითადად დონორულ მხარდაჭერას ვიყენებთ და ყველაფერი ეს, თავისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, სწორედ ამგვარ ანალიზს უნდა დაეყრდნოს. თუკი იქნება შესაძლებლობა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ ოპტიმისტურ ვადებში მოხდეს გეგმის დანერგვა, თუმცა ეს არის ის ვადები, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,. კომიტეტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აცნობებს გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შესრულების შესახებ და ასევე იმ გრაფიკის შესახებ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინა.

„პროფესიული განათლება მთლიანად ქვეყნისთვის და, შესაბამისად, კომიტეტისა და სამინისტროსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ჩვენ მზად ვართ საკანონმდებლო კუთხით დავეხმაროთ მთავრობას, რომ წინსვლა იყოს მალე და ხელშესახები, ამავე დროს, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში დავაკვირდებით, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმები შესრულდეს თავის ვადებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R