საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენადი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია სპორტის, ხელოვნების, სტემის, ტექნოლოგიური მიმართულებებით და მართვის კუთხით ნიჭების აღმოჩენა ადრეული ასაკიდანვე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 28 თებერვალი 2020
გენადი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია სპორტის, ხელოვნების, სტემის, ტექნოლოგიური მიმართულებებით და მართვის კუთხით ნიჭების აღმოჩენა ადრეული ასაკიდანვე

„გაუზიარე წარმატება და შექმენი წარმატების საკუთარი ფორმულა,“ - თბილისის საგანმანათლებო დაწესებულებაში ახალი პროექტი „საავტორო საათი“ იწყება.

პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა.

პროექტის ფარგლებში თბილისის საგანმანათლებლო სკოლებში მოეწყობა შეხვედრები მოსწავლეებსა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც ისაუბრებენ პირად წარმატებასა და გამოცდილებაზე, საქართველოში საავტორო უფლების დაცვასა და ავტორთა უფლების სამართლებრივ მნიშვნელობაზე. ჩატარდება მასტერკლასები და დისკუსიები კონკრეტული შემთხვევების, ისტორიებისა და გამოცდილების შეფასება-ანალიზის მიზნით.

გენადი მარგველაშვილი: „აუცილებელია ახალი სკოლის მოდელის ქვეშ იმ ტიპის აქტივობების, იმ ტიპის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელიც ბავშვს კრეატივისკენ უბიძგებს. ახალი სკოლის მოდელი პილოტირებით ორ სკოლაში - 150–ე და 165–ე სკოლაში განხორციელდა. თუმცა, ჩვენ 2083 სკოლა გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელი გავიტანოთ ყველგან. შესაბამისად, ამისთვის აუცილებელია ადამიანური რესურსი ანუ ის ადამიანები, რომლებიც მოცემული ნიჭების მიხედვით არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის იმპლემენტაციაც უნდა მოხდეს. ამ კანონის თანახმად, სკოლის დირექტორს შეუძლია მოწვეული მასწავლებლის სკოლაში მოყვანა, რომელიც არ იქნება სქემაში ჩართული. მნიშვნელოვანია, ასევე სპორტის, ხელოვნების, სტემის, ტექნოლოგიური მიმართულებებით და მართვის კუთხით ნიჭების აღმოჩენა ადრეული ასაკიდანვე. მიგვაჩნია, რომ 4–6 კლასში მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ არა გამოცდა, არამედ განმავითარებელი შეფასება, რომელიც ხელს შეუწყობს ნიჭების აღმოჩენას, შემდეგ, ამ ნიჭების გაღვივებას და რეალიზებას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ პროცესში პედაგოგის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R