საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენადი მარგველაშვილი: ყველაზე დიდი პოლიტიკა ისაა, რომ გყავდეს განათლებული მომავალი, რომ გყავდეს მოაზროვნე მომავალი - ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შექმნა და არა დაზეპირება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 13 თებერვალი 2020
გენადი მარგველაშვილი: ყველაზე დიდი პოლიტიკა ისაა, რომ გყავდეს განათლებული მომავალი, რომ გყავდეს მოაზროვნე მომავალი - ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შექმნა და არა დაზეპირება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც კომიტეტის  თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა  წარმოადგინა.

სამოქმედო გეგმის სტრატეგიული მიზნებია: მტკიცებულებაზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის წარმოება და ეფექტიანი კოორდინაცია,  კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანი განხორციელება და  ღიაობის უზრუნველყოფა - საკომიტეტო საქმიანობაში მოქალაქეების, დარგობრივი სფეროების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულ ამოცანებთან დაკავშირებით, დეპუტატების,  თამარ ჩუგოშვილის და ეკა ბესელიას მოსაზრებები, გენადი მარგველაშვილის ინფორმაციით, შეტანილია კომიტეტის სამოქმედო გეგმაში.

დღესვე კომიტეტმა  იმსჯელა  „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის შესახებ. ანგარიში სამოქმედო გეგმასთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გააცნო დეპუტატებს.

ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით,  „ახალი სკოლის მოდელი“  2024 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ექსპერტების ჩართულობით მუდმივად ხდება დანერგვის პროცესის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა.

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში ჩართულია 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგი.

2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში ჩაერთვება 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი. „ახალი სკოლის მოდელი“ – ეს არის რეფორმა, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახიდან, სადაც ექსპერტების მიერ გაზიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით თითოეული სკოლა საკუთარ, ინდივიდუალურ „სკოლის მოდელს“ ქმნის. 2019 წელს დაწყებული რეფორმა არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-2021 სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაციაში  მონაწილეობას იღებენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები.

სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა. მან იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს.

სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

„ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც ისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები.

მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს  კომიტეტის წევრებმა. მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„განათლება არის უპირველესი საზრუნავი ქვეყნისთვის და მასთან პოლიტიკას არაფერი უნდა ესაქმებოდეს. ყველაზე დიდი პოლიტიკა ისაა, რომ გყავდეს განათლებული მომავალი, რომ გყავდეს მოაზროვნე მომავალი - ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შექმნა და არა დაზეპირება”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R