საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიგი წერეთელი: „მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის მიმართ მიღწეული შედეგები, პანდემიის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდეს“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 17 ივნისი 2020
გიგი წერეთელი: „მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის მიმართ მიღწეული შედეგები, პანდემიის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდეს“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მონაწილეობა გენდერული თანასწორობის მიმართ პანდემიის გავლენის შედეგების თემაზე გამართულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო.

საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ვებინარი პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში და სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქალთა ჩართულობის და პოსტ ეპიდემიურ პოლიტიკის შემუშავებისას ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილების გამოყენების საკითხებს დაეთმო.

კონფერენციის მონაწილეებმა: საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, გაბრიელა ბარონმა, ODIHR-ის ხელმძღვანელმა, ინგიბორგ გისლადოტირმა, გენდერულ საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰეიდი ფრაიმ და ექსპერტებმა თემის ირგვლივ მსჯელობა გამართეს და საკითხის მნიშვნელობა განიხილეს.

ონლაინ კონფერენციისას აღინიშნა, რომ კოვიდ ეპიდემიამ დიდი გავლენა მოხდინა სხვადასხვა პროცესებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანმრთელობის სისტემები, უმუშევრობის გაზრდა და სხვა.

ამ პერიოდში კი მნიშვნელოვანია, გენდერული თანასწორობის შენარჩუნება და მიმდინარე პროცესების მართვისას ქალთა ჩართულობის გააქტიურება.

როგორც ვებინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, პანდემიის პერიოდში ქალების დატვირთვის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, მამაკაცებთან შედარებით, სამედიცინო დაწესებულებებში უფრო მეტი ქალია დასაქმებული და შესაბამისად, ისინი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასევე მაშინ, როდესაც განათლების სისტემა ფაქტობრივად დაიხურა, საოჯახო საქმეებთან მიმართებაში, ქალებს გაცილებით მეტი ტვირთი დააწვა. 

„ბევრი ის მიღწევა, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მსოფლიოში გლობალურად არსებობდა, დღეს საფრთხის ქვეშ დადგა. პოსტ ეპიდემიურ ფაზაში, მაშინ როდესაც მძიმე ვითარებიდან ეტაპობრივი გამოსვლა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიღწევების შენარჩუნება მოხდეს და გენდერული თანაბრობა და ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. ქალთა მდგომარეობა და გენდერული დისბალანსი, უფლებრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით მიგრანტთა და დევნილთა კომპაქტურად დასახლებებში, ასევე კონფლიქტურ ზონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება. სადაც არ არის ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებთან, ხშირ შემთხვევაში არ ხდება სოციალური დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვაც“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”
13 მარტი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“
12 მარტი 2021

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში
26 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
25 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
24 თებერვალი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R