საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 25 თებერვალი 2021
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენლებმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გამართულ პლენარულ სესიისა და კომიტეტების სხდომების მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

პლენარულ სესიას, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ეუთო-ს თავმჯდომარემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მიმართეს, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ეუთო-ს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები - კახა კუჭავა, მაკა ბოჭორიშვილი და გელა მიქაძე.

სამი კომიტეტის გაერთიანებული (პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტი, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტი, და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტი) შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ეუთო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის.

„საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, რამაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება რამდენიმე ათწლეულით შეაფერხა, დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებასა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებაზე. ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას გახელაძის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა აღნიშნულ ქმედებებზე რუსეთს ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებითაც დასტურდება. მისივე განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის მუშობაში და კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის დღეზე, რუსეთიდან მომავალ მუდმივ საფრთხეზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იწვევს დესტაბილიზაციას როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე, მთლიანად - სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმოიხილა ბორდერიზაციის უწყვეტი პრობლემა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, ახალი გეოპოლიტიკური ძვრები და რეგიონში რუსეთის სახიფათოდ გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა რეგიონში დასავლეთის აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.

„არსებული და ახალი გამოწვევების (მათ შორის გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხე) გათვალისწინებით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები და პრინციპები და დავიცვათ ევროპის უსაფრთხოება. უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში დასავლეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და გარწმუნებთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დასავლეთის სანდო და ერთგული პარტნიორი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R