საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“

მედია და საზოგადოება 12 მარტი 2021
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“.

თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზე.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით უმძიმეს ვითარებაზე.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, რითაც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებს. რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ჰიბრიდული ომის მეთოდები, დეზინფორმაციისა და კიბერ-თავდასხმები, რომლებიც პანდემიის პერიოდშიც კი, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის მიზანმიმართულად გამოიყენება.

გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების  უგულებელყოფაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებასა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებაზე.

ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზაზა გახელაძის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა აღნიშნულ ქმედებებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაზე რუსეთს ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებითაც დასტურდება.

მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შეშვება, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შეუფერხებელი წვდომა.

მისი განცხადებით, ეუთო-ს აქვს დიდი პოტენციალი ქმედითი როლი შეასრულოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R