საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში

მედია და საზოგადოება 26 Feb 2021
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალური კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდ პანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოში, მონტენეგროში, აშშ-ში, ყაზახეთში და ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები.

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო გათვალისწინებული. მისასალმებელია, რომ არჩევნები გაიმართა იმ კანონმდელობით, რომელზეც სრულიად ოპოზიციური სპექტრი იყო შეთანხმებული“, - განაცხადა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

სიტყვით გამოსვლისას იგი ასევე, მიესალმა ახალ საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული ქვოტის შემოღებას. მომხსენებლის განცხადებითვე, ეუთო/ოდირს აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებისთვისაც ისინი მზად არიან საქართველოს დაეხმარონ.

ანგარიშების წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე, დებატები გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილ რეკომენდაციებს ამუშავებს, რის შემდგომაც, მარტში უკვე კანონპროექტის ინიცირება მოხდება. სამწუხაროა, რომ, ოპოზიციის ნაწილი დღემდე ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას, რაც ვნებს საქარველოში დემოკრატიულ პროცესს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტების შემოღება დადებითად აისახება ამ პროცესში. მაკა ბოჭორიშვილმა, დელეგაციის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 Mar 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 Jun 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R