საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიგი წერეთელი მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს შეხვდა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 27 ივნისი 2018
გიგი წერეთელი მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს შეხვდა

პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია.

ქვეყნის პრეზიდენტთან იგორ დოდონთან, ვიცე პრემიერთან კრისტინ ლესნიკთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანთან მიხაილ კეპეცინესთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები და დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები მიმოიხილეს.

გიგი წერეთელმა ბოლო პერიოდში სამშვიდობო პროცესებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და კიშინოვს და ტირასპოლს პროგრესის იმპულსის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მშვიდობიანი მოგვარების აუცილებელ პირობებს შექმნის. 

„მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დგას, რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც კონფლიქტების მოგვარების კუთხით, პოზიტიური დინამიკა, ჯერ კიდევ არ შეინიშნება, კიშინოვი და ტირასპოლი მათ დადებით მაგალითს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, კიშინოვი და ტირასპოლი დიალოგის გზით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და პროცესების ნორმალიზებას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

იგორ დოდონთან გამართულ შეხვედრაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ფაქტს შეეხო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებები პოზიტიურად შეაფასა. მისივე განცხადებით, რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის ხელშეწყობასაც ეუთოს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ. 

მოლდოვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი დნესტრისპირეთის ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის, უმაღლესი საბჭოს სპიკერს, ალექსანდრე შერბოის, გაგაუზიის ავტონომიურ-ტერიტორიული ოლქის ხელმძღვანელს, ირინა ვლახს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს და მოლდოვაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მაიკლ სკენლანს შეხვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთანაც გამართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
30 ოქტომბერი 2019

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
31 მაისი 2019

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა
28 მარტი 2019

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
14 თებერვალი 2019

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს
11 თებერვალი 2019

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R