საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიგი წერეთელი: „მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 13 აგვისტო 2020
გიგი წერეთელი: „მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი“

„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, როგორიც არის შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, უთანასწორობა და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ,  მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვებ-ფორუმზე.

საერთაშორისო ონლაინ ფორუმზე, რომელსაც სამარყანდი (უზბეკეთი) მასპინძლობდა, გიგი წერეთელმა   ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ასამბლეა ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს 2018 წელს ბერლინის დეკლარაციაში შესაბამისი რეზოლუცია და მთავრობების მისამართით მომზადებული რეკომენდაციები, სადაც  ახალგაზრდების ჩართულობის და მათი მხარდაჭერის საკითხებია.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით 2019 წელს შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერების პლატფორმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის და „ჰელსინკის კომიტეტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

საერთაშორისო ვებ-ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზბეკეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა მიმართეს.

გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიით გამოწეული პრობლემები ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, მაგრამ  ამ კუთხით, ახალგაზრდებისთვის ძალიან გართულდა მათი სამომავლო გეგმების რეალიზება, რაც მათ განათლებას, დასაქმებას და ყოფით პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ მთავრობებს  შესაბამისი ხედვა და კონკრეტული გეგმები ჰქონდეთ,  რაც ახალგაზრდობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”
13 მარტი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“
12 მარტი 2021

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში
26 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
25 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
24 თებერვალი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R