საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიგი წერეთელმა ეუთოს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 20 ივნისი 2018
გიგი წერეთელმა ეუთოს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა.

შეხვედრის განსახილველ თემებს საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო რეფორმების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო და ეუთო აქტიურად თანამშრომლობენ, რასაც მოწმობს ორგანიზაციის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის კრიზისი, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემატიკა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებიც მიმოიხილეს.

გიგი წერეთელმა ეუთოს დიპლომატებს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე ინფორმაცია მიაწოდა და ბერლინში, 7-11 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, აღნიშნული რეზოლუციის მიღების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს თემატიკასთან ერთად, შეხვედრაზე მხარეები ეუთოს პრიორიტეტებს, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების საკითხს და ეკონომიკურ განზომილებებსაც შეეხნენ.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოში მყოფი ეუთოს 30-მდე ელჩი, შეხვედრის დასრულების შემდეგ გორის რაიონის, სოფელ სობისში გაემგზავრნენ. უცხოელი დიპლომატები ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან და ეუთოს მიერ დაფინანსებულ, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაათვალიერებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
30 ოქტომბერი 2019

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
31 მაისი 2019

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა
28 მარტი 2019

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
14 თებერვალი 2019

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს
11 თებერვალი 2019

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R