საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი კახიანმა პარლამენტის სტაჟიორებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ძირითადი ფუნქციები გააცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 12 Oct 2017
გიორგი კახიანმა პარლამენტის სტაჟიორებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ძირითადი ფუნქციები გააცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და კომიტეტის სპეციფიკა და ძირითადი ფუნქციები გააცნო.

„პარლამენტის სტაჟიორებს კარგი შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი სპეციალიზაციიდან და პროფილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ინსტიტუციის საქმიანობას პირადად გაეცნოთ და კანონშემოქმედებით პროცესებს შიგნიდან მიადევნოთ თვალი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასაწყისში.

გიორგი კახიანმა სტაჟიორებს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის ორ ძირითად ფუნქციაზე - საკანონმდებლო და საზედამხედველო მიმართულებებზე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სპეციფიკაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, კომიტეტის ძირითად საორიენტაციო სფეროს პარლამენტის რეგლამენტი, მისი ცვლილებების მომზადების პროცესი და საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, კომიტეტი, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ასევე შეისწავლის პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრას, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ხელმოწერებს და ლობისტების რეგისტრაციის საკითხს.

გიორგი კახიანმა საპარლამენტო მოდელის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის საზედამხედველო ფუნქციაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ ნორმებზე და მიდგომებზე გაამახვილა.

სტაჟიორებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ინტერაქტიულად გაგრძელდა. ახალგაზრდები პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, მათი სამეწარემო საქმიანობის საკითხით, საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონმდებლობით, ელექტრონული ხელმოწერებით და საპარლამენტო ეთიკის კოდექსით შემოთავაზებული ნორმებით დაინტერესდნენ, რაზეც გიორგი კახიანმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სტაჟიორებთან გამართულ შეხვედრას საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი დიანა ასათიანი და პერსონალის მართვის, ანალიზის, დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელი, გულიკო რატიანი დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
21 May 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა
21 May 2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა

ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
19 May 2021

ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
17 May 2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
28 Apr 2021

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R