გორგი წერეთელი კოპენჰაგენში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მუშაობაში მონაწილეობს

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი კოპენჰაგენში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მუშაობაში მონაწილეობს.
გიგი წერეთელმა ბიუროს წევრებს სიტყვით მიმართა. გამოხატა მწუხარება აღმოსავლეთ უკრაინაში აფეთქების შედეგად ეუთოს ერთ-ერთი ამერიკელი დამკვირვებლის დაღუპვისა და მისიის სხვა წევრების დაშავების გამო. თავის გამოსვლაში გიგი წერეთელმა ძირითადი აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე - ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ უკანონო არჩევნებსა და რეფერენდუმზე, ასევე აფხაზეთში არალეგიტიმურ, ე.წ „რუსეთის საელჩოს“ გახსნაზე. მან მიმართა რუსეთის დელეგაციის წამომადგენლებს, რომ ეს არის უკანონო და ცინიკური გადაწყვეტილება, როდესაც ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში და ხსნის არალეგიტიმურ „საელჩოს“.