საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 30 მაისი 2019
გუგული მაღრაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრა გამართა თემაზე - „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: გუგული მაღრაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი რენო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში გენდერული თანასწორობის როლზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის კუთხით.

გუგული მაღრაძემ გამოსვლისას, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს ეგიდით მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები გააცნო, რომლის თემაა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“.

„სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი გზა გადის ეკონომიკაში ქალების უფრო ინტენსიურ ჩართულობაზე. ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ასევე, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ოჯახური ძალადობის შედეგების დაძლევასა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისათვის. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია მათ ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა რათა დაეუფლონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს, რის საშუალებასაც იძლევა პროფესიული განათლება“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ. მისი თქმით თემატური მოკვლევის ჯგუფმა ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან მოსული მოსაზრებების, რეკომენდაციების, სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან შეხვედრების საფუძველზე გამოავლინა ის ბარიერები, რაც ხვდებათ ქალებს და გოგონებს პროფესიის ათვისების გზაზე. „ამ მუშაობის საფუძველზე შემუშავდება პარლამენტის რეკომენდაციები, პარლამენტი სისტემატურად გააკონტროლებს ამ რეკომენდაციების აღსრულებას და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროფესიული განათლების მისაწვდომობას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა თუ როგორ ხდებოდა პარლამენტში ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება როგორიცაა კანონი „სექსუალური შევიწროების შესახებ“.

მან, როგორც კანონის ავტორმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლის გადალახვაც გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა გაცნობიერებული ყოფილიყო პარლამენტის წევრებისა და საზოგადოების მიერ.

„სექსუალური შევიწროვების თემა დიდხანს იყო ტაბუირებული ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ დღეს უკვე დადგა დრო, როცა ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ და რაც მთავარია გაცნობიერდა, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებას სექსუალური ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის კუთხით განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა გამოწვევებია საქართველოში გენდერული და სოციალური თანასწორობის კუთხით, განსაკუთრებით, განათლების სისტემაში. ვისაუბრეთ ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციებზე და იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო თანასწორ გარემოს განათლების სისტემაში“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი რენოს თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში გოგონებისა და ქალების თანაბარი ჩართულობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა
20 მაისი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

მსგავსი

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
26 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა
07 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა
09 მარტი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა

04 მარტი 2021

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R