საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე: „მიუხედავად ქვეყანაში არსებული არადემოკრატიული მმართველობისა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ უფრო ფართოდ გაუხსნას კარი ბელარუსს ევროპულ სტრუქტურებში მონაწილეობისთვის“

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA) 31 იანვარი 2019
გუგული მაღრაძე: „მიუხედავად ქვეყანაში არსებული არადემოკრატიული მმართველობისა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ უფრო ფართოდ გაუხსნას კარი ბელარუსს ევროპულ სტრუქტურებში მონაწილეობისთვის“

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ბელარუსთან ევრონესტის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც ევრონესტში ბელარუსის საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, გუგული მაღრაძე თავმჯდომარეობდა.

სხდომაზე ბელარუსში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში განიხილეს, სადაც ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღემდე გადაუჭრელია ბელარუსში.

საქმე ეხება იმ გარემოებას რომ დღემდე ბელარუსი, ევროპულ სივრცეში, არის ერთადერთი ქვეყანა სადაც შენარჩუნებულია სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ფორმა.

ანგარიშში აგრეთვე დიდი ადგილი დაეთმო ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით არსებულ სერიოზულ გამოწვევებს, იქნება ეს ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება თუ თავისუფალი მედიასაშუალებების შეზღუდვა.

სპეციალური მსჯელობის საკითხი იყო ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობები, რომელიც საკმაოდ გამწვავებულია რუსეთის მხრიდან ბელარუსის დამოუკიდებლობის შესასუსტებლად.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული არადემოკრატიული მმართველობისა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ უფრო ფართოდ გაუხსნას კარი ბელარუსს ევროპულ სტრუქტურებში მონაწილეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ზეწოლის შემცირებას. გარკვეული პროგრესია მიღწეული განათლების ევროპულ სივრცეში, ახალგაზრდების მონაწილეობის გაღრმავებისათვის. მოახლოებულ საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნებისას, ევროპული ინსტიტუტები მეტ კონტროლს განახორციელებენ საარჩევნო პერიოდის უფრო დემოკრატიულად წარმართვისთვის“, - განაცხადა შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, ჯგუფის ხელმძღვანელმა გუგული მაღრაძემ.

მან იმედი გამოთქვა რომ ევრონესტთან ბელარუსის საზოგადოებრივი სექტორის, ოპოზიციის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ურთიერთობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას.

სხდომას ესწრებოდნენ, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და არსებული სიტუაციის ანალიზი წარადგინეს ბელარუსში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების, ასევე, არასამთავრობო სექტორის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე ევროპარლამენტარების ასევე, საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის პარლამენტის წევრების მხრიდან გაჟღერებული შეკითხვების და მოსაზრებებისგან განსაკუთრებით ხშირი იყო შეკითხვა, რომელიც ბელარუსის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაძლო ფორმებს და მეთოდებს ეხებოდა.

სხდომაზე გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა რუსეთის მხრიდან ყირიმის მსგავსი სცენარით, შეიარაღებული აგრესია განხორციელდეს.

ბელარუსის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული აგრესია ბელარუსში გამორიცხულია, თუმცა, მათივე თქმით, რუსეთი იყენებს ქვეყანაზე ზეწოლას ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, რუსეთისთვის მომუშავე საინფორმაციო საშუალებების და აგრეთვე ბელარუსიის მართმადიდებელი ეკლესიის რესურსების გამოყენებით, რომელსაც მათივე აზრით, მომავალშიც გააძლიერებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა
20 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია
20 აპრილი 2021

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა
20 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია
19 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა
19 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R