საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე: ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიული განათლების განვითარებას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 30 ოქტომბერი 2019
გუგული მაღრაძე: ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიული განათლების განვითარებას

ევროკავშირის პროგრამის - „უნარ-ჩვევების განვითარება და მათი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან“ მხარდასაჭერად 2018 წლის ნოემბერში ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას (Skills 4 jobs), რომლის თანახმადაც ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 48, 85 მილიონ ევროს.. 

ახალი პროგრამის აქტივობის ოფიციალურად დასაწყებად, გაიმართა ღონისძიება, რომელშიც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპული სასწავლო ცენტრი, პროფესიული განათლების მუშაკები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის უპირველესია პროფესიული განათლება, რადგან იგი უშუალო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებასთან, სიღარიბის დაძლევასა და უმუშევრობის შემცირებასთან.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასაქმების საკითხი ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მთავარია დასაქმების მსურველს გააჩნდეს ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და უნარები და შეეძლოს სამსახურის შოვნა.

საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით შეიქმნა და ძლიერდება ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეროვნული შრომითი საჭიროებების კვლევა და დასაქმების ცენტრები, რაც ხელს უწყობს უკეთესი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, პარლამენტის განათლების , მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე. პანელის მოდერატორი იყო ევროპის განათლების ფონდის დირექტორი ჩეზარე ონესტინი.

როგორც გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტს საქმიანობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სფეროდ განსაზღვრული აქვს პროფესიული განათლების განვითარებასა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით 2018 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებას უკავშირდება.

„ამ კანონით მოხდა ე.წ. ჩიხის აღმოფხვრა. 2019- 2020 წლიდან ინერგება ინტეგრირებული პროგრამები და კოლეჯის სასწავლო პროგრამების პარალელურად სტუდენტებს მიეცემათ ზოგად საგანმანათლებო სკოლის ატესტატის მიღების შესაძლებლობაც, რაც დაინტერესებულ პირებს მიანიჭებს განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გაგრძელების უფლებას. ასევე კანონით პროფესიულ სასწავლებელს ენიჭება უფლება საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტიცია მოახდინოს სასწავლო დაწესებულების განვითარების მიზნით. კანონმა გააჩინა შესაძლებლობა სახელმწიფომ დააფინანსოს კერძო კოლეჯებიც. კანონს შემოაქვს ჩვენთვის შედარებით ახალი, მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, პროფესიული განათლება შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს, აითვისოს ის პროფესია, რომელიც მას საშუალებას მისცემს სწრაფად დასაქმდეს და არჩინოს ოჯახი და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წარმატებული პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R