საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 07 აგვისტო 2020
ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაგახსნა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მთავარი მომლაპარაკებელი ლაშა დარსალია, საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

განსახილველ საკითხს წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს ომი და მისი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.

ირაკლი ბერაიამ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მზარდ მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე და გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე და ჰიბრიდულ კამპანიაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების და კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების საჭიროებას.

ირაკლი ბერაიამ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე, შერიგებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის სფეროში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R