საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“

თავმჯდომარე 26 აპრილი 2018
ირაკლი კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება- ის ბრუნდება პოლიტიკაში, ის დაიკავებს შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პარტიას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.

„ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან ხშირად, მათ შორის, პარტიულ კონფერენციებზე იმაზე, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია, საჭიროა, ჩვენი პარტია, საბოლოოდ, ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა, ამას სჭირდება განსაკუთრებული რესურსი და ამ კუთხით, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება როგორც თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიაში პოზიტიური პროცესები წარიმართება და პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერება საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„არის პოზიტიური პროცესები, რომელიც წარიმართება ჩვენს პარტიაში. ჩვენი ამოცანა არის პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. „ქართული ოცნების“ გაძლიერება მნიშვნელოვანია, ზოგადად, პარტიული სისტემის განვითარებისათვის საქართველოში. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ პროცესებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე.

„ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერავითარ გავლენას და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო, ასე ვთქვათ, საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში იქნება ჩართული როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ, ასე ვთქვათ, თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი კვირიკაშვილი იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას და მას ექნება საკვანძო როლი პროცესებში, რომელიც პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან არის დაკავშირებული.

„ბუნებრივია, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ლიდერი. ის არის პრემიერ- მინისტრი. ის იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას საქართველოში. აქედან გამომდინარე, მას ექნება, ბუნებრივია, საკვანძო როლი პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 მაისი 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R