საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: მიუღებელია, რომ ოკუპანტი რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე - სესიის არსებული ფორმით გაგრძელების არდაშვება ჩემი მყისიერი მოთხოვნა იყო

თავმჯდომარე 20 ივნისი 2019
ირაკლი კობახიძე: მიუღებელია, რომ ოკუპანტი რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე - სესიის არსებული ფორმით გაგრძელების არდაშვება ჩემი მყისიერი მოთხოვნა იყო

„ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო ძალიან მძიმე სანახავი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში განუცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ირაკლი კობახიძე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი საერთო არ აქვს არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და რაზეც ყოველთვის გავამახვილებთ ყურადღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სესიის არსებული ფორმით გაგრძელების არ დაშვება მისი მყისიერი მოთხოვნა იყო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 მაისი 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R