საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 03 Jun 2020
ირაკლი კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით გაიმართა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე, რომელიც ხვალ გაიმართება, კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესსა და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ხელს შეუწყობს.

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების განვითარებას, შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას. კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა. ონლაინ დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
22 May 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

მსგავსი

პაატა კვიჟინაძე: პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებების შესწავლას მოჰყვა ის, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და რაოდენობა იზრდება
18 May 2021

პაატა კვიჟინაძე: პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებების შესწავლას მოჰყვა ის, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და რაოდენობა იზრდება

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება
13 May 2021

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
21 Apr 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა
20 Apr 2021

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R