საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2021
​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა, რომელსაც ამავე ჯგუფის ხელმძღვანელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მომხსენებელმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გიორგი ხითარიშვილმა რვა უწყების 2019 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშები წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემულია 5 რეკომენდაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ  გაიცა 10 რეკომენდაცია, იუსტიციის სამინისტროს მიმართ აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა 11 რეკომენდაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 6 რეკომენდაცია, თავდაცვის სამინისტრო -16 რეკომენდაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მომხსენებელმა წარადგინა  7 რეკომენდაცია, 8 რეკომენდაცია გაიცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და 10 რეკომენდაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ.

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ, სხდომის დასაწყისშივე განმარტა, რომ როგორც წესი, ჯგუფი იხილავს ერთი უწყების ანგარიშს, მაგრამ გამონაკლისი ამ შემთხვევაში მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროებს, ხშირად ფინანსურ ანგარიშგებაში მსგავსი გადაცდომები აქვთ და შესაბამისად, აუდიტის სამსახურის შენიშვნებიც მათ მიმართ, მსგავსია.

„სასურველია, რომ ყველამ ერთად მოვისმინოთ ეს ანგარიშები, გამოთქმული შენიშვნები და ერთმანეთს გავუზიაროთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციებს, რომლებსაც დაეთანხმებით, იქნას გაზიარებული და გათვალისწინებული. რადგან არსებული მონაცემებით, უწყებების მიმართ გაცემული 33 რეკომენდაცია, რომელიც უკვე განხილულია, არ გამოსწორდა და ისევ მეორდება. ჩვენ ამ საკითხს კონტროლზე ავიყვანთ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული 73 რეკომენდაციის განხილვა ოთხი მიმართულებით წარიმართა. აქტივების მართვა, მოთხოვნები და ვალდებულებები, აღრიცხვა-ანგარიშგება და შიდა კონტროლის მექანიზმები.

აუდიტის შედეგებზე უწყებების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განმარტებები გაკეთდა და აღინიშნა, რომ რეკომენდაციები  საყურადღებოა და ისინი აუცილებლად იქნება გათვალიწინებული.

თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სხდომის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

„ჩვენი ჯგუფის მთავარი მიზანი არ არის, რომ ზოგადად განვიხილოთ რომელიმე სამინისტრო ან უწყება. ჩვენ განვიხილავთ რეკომენდაციებს, რომელიც აუდიტის სამსახურმა გასცა ამა თუ იმ უწყების მიმართ. მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, აუდიტის სამსახური არის ერთადერთი ორგანო, რომელიც სწავლობს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას და შესაბამისობას. ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყველა ანგარიში, რომელსაც აუდიტი წარმოადგენს, განხილული უნდა იყოს პარლამენტში და ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ დავით გოგიჩაიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ზაზა შეყილაძე სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოფიო დვალიშვილი და ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე სანებლიძე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. 

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა  პაატა კვიჟინაძემ სხდომაში მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა უწყებასა და სამსახურში განხორციელებული აუდიტების ანგარიშების მოსმენას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R