საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინა ფრუიძე: „ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, დავსახოთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 04 ივნისი 2018
ირინა ფრუიძე: „ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, დავსახოთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები“

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს სემინარი გაიმართა თემაზე: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“. სემინარში, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საპარლამენტო ინიციატივას მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (SDGs), მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ ისაუბრა ღია, საკონსულტაციო და მონაწილეობითი პროცესის მეშვეობით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ. მისი გამოსვლა ასევე შეეხო სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის როლს აღნიშნულ პროცესში.

ირინა ფრუიძემ სემინარის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ დაარსების დღიდან გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე ისაუბრა სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორცილების თაობაზე. მან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ღია მმართველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კარგი მმართველობა წარმოუდგენელია გამჭვირვალე, ღია მმართველობის გარეშე. „ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2011 წლის სექტემბერში, ხოლო 2017 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 2015 წელს პარლამენტში შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო. საბჭომ მიიღო და განახორციელა 2 სამოქმედო გეგმა, ხოლო მე-3 გეგმაზე ვმუშაობთ. საბჭო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან. საბჭოსთან შექმნილია საკონსულტაციო ჯგუფი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ. მისი თქმით, პარლამენტმა ვალდებულებად აიღო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, სახელმწიფო სერვისებისა და საჯარო სექტორში ანტიკორუფციული სისტემის გაუმჯობესება.

მან სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო სემინარის მონაწილეებს.

„პირველი სამოქმედო გეგმით პარლამენტის ვებგვერდზე გაჩნდა ნებისმიერ კანონპროექტზე კომენტარის გაკეთების ფუნქცია. მეორე სამოქმედო გეგმით კი გავაჩინეთ უკუკავშირის მექანიზმი, რათა მოქალაქეებს ეგრძნოთ, რომ მათი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში მნიშვნელოვანია და პარლამენტი ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს“, - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, ახალი ვებგვერდის ამოქმედებისთანავე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პეტიციები და განცხადებები ელექტრონული გზით მიაწოდონ პარლამენტს. რამდენიმე შესრულებულ ვალდებულებებთან ერთად ირინა ფრუიძემ საზოგადოებასთან რეგულარული შეხვედრების დაწესება დაასახელა.

საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მნიშვნელობაზე, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების აუცილებლობაზე. „ღია მმართველობა წარმოუდგენელია ძლიერი ინსტიტუციის გარეშე. ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები გააცნო სემინარის მონაწილეებს.

„ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, დავსახოთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია პარლამენტის ზოგადი თვითშეფასებისა და გენდერული მიმართულებით თვითშეფასების განხორციელება. მისივე ინფორმაციით, განსახორციელებელ ღონისძიებებს შორისაა პარლამენტის ახალი ვებგვერდის კონცეფციის შემუშავება.

„მოქმედი ვებგვერდი საკმაოდ ინფორმაციულია, მაგრამ არ არის მოქნილი. ვგეგმავთ, იგი უფრო თანამედროვე და ინტერაქტიული გავხადოთ. ვებგვერდის მთავარი პრინციპი ღიაობა უნდა იყოს“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

მან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში მარტის თვეში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან კარგი თანამშრომლობა არსებობს პარლამენტსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გვინდოდა უფრო ფართო წრე ჩართულიყო ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. ამისთვის დავგეგმეთ შეხვედრები რეგიონებში, გამოვაცხადეთ სტუდენტური კონკურსი, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს საუკეთესო იდეები“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ. მისი მოსაზრებით, საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომელიც მათ ჩართულობას უზრუნველყოფს.

„თუ საზოგადოებას არ ეცოდინება ამ ინსტრუმენტების შესახებ, ისინი ვერ გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

სემინარის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
11 მარტი 2021

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
09 დეკემბერი 2020

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს
23 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს

16 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს ამკვიდრებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
14 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R