საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 14 ივლისი 2020
ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (OGP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლადშექმნილი საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაზე, მიღწევებსა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ისაუბრა: „2015 წელს, მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს პარლამენტი ყველაზე ღია პარლამენტად აღიარეს და გლობალურ სამიტზე მეხიკოში „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო“ (OGP Government Champions Award) გადასცეს. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, თუმცა ჩვენ არ გავჩერებულვართ, კიდევ უფრო მასშტაბური მიზნები დავისახეთ და თუ გავითვალისწინებთ მიღწეულ შედეგებს, ნათელი გახდება, რომ საბჭო წარმატებით ახორცილებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

მისივე თქმით, პარლამენტის ღიაობასთან და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშივე, რადგან ამის შედეგად „მესაკუთრის უფლება“ უჩნდებათ არა მარტო დეპუტატებს და ზოგადად, პარლამენტს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვინ მონაწილეობას იღებდა ამ პროცესში“, - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტოს თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე: „ამ პროცესმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოგვცა საპარლამენტო ცხოვრებაში. პროცესის მიზანი იყო, ერთი მხრივ, მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო პროცესში და იმავდროულად, საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საპარლამენტო საქმიანობაში.“

შეხვედრის მსვლელობისას საუბარი შეეხო, ასევე, ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და დაინტერესებული პირების ჩართულობის უზრუნველყოფა.

საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსაც თავმჯდომარეობს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით, და გაეროს განვითარების პროგრამიისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით გაიმართა. 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
11 მარტი 2021

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
09 დეკემბერი 2020

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს
23 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს

16 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს ამკვიდრებს

კახა კუჭავა: „იმედი მაქვს, რომ იმ სტანდარტს, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ღია მმართველობის კუთხით დანერგა, შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“
29 ივნისი 2020

კახა კუჭავა: „იმედი მაქვს, რომ იმ სტანდარტს, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ღია მმართველობის კუთხით დანერგა, შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R