საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა: „იმედი მაქვს, რომ იმ სტანდარტს, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ღია მმართველობის კუთხით დანერგა, შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 29 ივნისი 2020
კახა კუჭავა: „იმედი მაქვს, რომ იმ სტანდარტს, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ღია მმართველობის კუთხით დანერგა, შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (OGP) დისტანციური სხდომა გამართა. საბჭოს თავმჯდომარე კახა კუჭავამ საბჭოს ახალი წევრები, გურამ მაჭარაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირინა ფრუიძე და ლევან მგალობლიშვილი წარადგინა.

კახა კუჭავამ პანდემიის პერიოდში საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობები მიმოიხილა.

„ჩვენ შევადგინეთ საინფორმაციო დოკუმენტები და ინფორგრაფიკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას მოქმედი სხვადასხვა წესის/შეზღუდვისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები მომზადდა არამარტო ქართულ, არამედ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც“, - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საბჭოს წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობებზე და აღნიშნა, რომ ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

პარლამენტის 2019-2020 წლების მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში საბჭოს წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,ნინო წილოსანმა წარადგინა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და მონიტორინგის ვალდებულება აიღო, რაც ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აისახა. ამ გეგმის თანახმად, 2019 წლის ივნისში შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის და საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის. ანგარიში ასახავს 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შესრულებულ აქტივობებს.

„სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს. სტრატეგია ეფუძნება პრინციპს „კეთილდღეობა ყველასთვის“ და ასახავს პარლამენტის ხედვას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საქართველოს პარლამენტმა ოთხი სტრატეგიული მიმართულება დაადგინა: კანონშემოქმედება, საბიუჯეტო პროცესი, ზედამხედველობა და მოქალაქეთა ჩართულობა.

პარლამენტის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მოხდა ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ახალი ვებგვერდის სატესტო რეჟიმში ჩართვა.

საბჭომ, ასევე ითანამშრომლა ღია მმართველობა საქართველოს კომუნიკაციისა და სტრატეგიის შემუშავებაზე და მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ ორგანიზებულ ონლაინ პანელების ფორმატში, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ანგარიშების მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც საბჭოს წევრებთან ერთა მონაწილეობა მიიღეს საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმაც.

სხდომა საბჭოს თავმჯდომარემ კახა კუჭავამ შეაჯამა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
11 მარტი 2021

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
09 დეკემბერი 2020

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს
23 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს

16 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს ამკვიდრებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
14 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R