საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 11 მარტი 2021
ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გაიმართა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, ასევე საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

შეხვედრას უძღვებოდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

დღევანდელი შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP), რა განხორციელდა დღემდე, როგორია ეს წარმატებული პროექტები, რა გამოწვევების წინაშე ვართ. შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელზეც მიდის მუშაობა 2021 წლის OGP-ის ფარგლებში.

„ჩვენ დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი ხაზი 2021 წელს საპარლამენტო OGP-ის ფარგლებში იქნება კოვიდ გამჭვირვალობა, რის შესახებაც უფრო მეტ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო პერიოდში მივაწვდით. საბჭოს წევრებთან ერთად შევთანხმდით, რომ თითოეული კომიტეტი, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ აღმასრულებლის ზედამხედველობა, ინფორმაციაზე წვდომა და ყველა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, საპარლამენტო OGP-ის პლატფორმის მეშვეობით მარტივი ფორმით და სწრაფად იყოს მიღებული. ზოგადად OGP მნიშვნელოვანი კომპონენტია საპარლამენტო საქმიანობაში და, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ მომეცა შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო ამ მნიშვნელოვან საბჭოს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R