საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინე ფრუიძე: „ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის იმიჯის ამაღლებისთვის და მის მიმართ ნდობის გაზრდისთვის“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 16 ოქტომბერი 2019
ირინე ფრუიძე: „ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის იმიჯის ამაღლებისთვის და მის მიმართ ნდობის გაზრდისთვის“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე, ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე გაამახვილა. მან ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პროცესში საშინაო პოლიტიკის სფეროში შესასრულებელ ამოცანებზე, ქვეყანაში განხორციელებულ და განსახორციელებელ რეფორმებზე. მისი თქმით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება, რაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ირინე ფრუიძემ ისაუბრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე. 

შეხვედრაზე დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

„ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის იმიჯის ამაღლებისთვის და მის მიმართ ნდობის გაზრდისთვის. ჩვენ ბევრი ახალი ინსტრუმენტი შევქმენით პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვის ხელშესაწყობად და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ ამის შესახებ იცოდეს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 მაისი 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 მაისი 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R