საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინე ფრუიძე: კარგია, რომ ახალგაზრდების მხრიდან არის ინფორმირებული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 06 Nov 2019
ირინე ფრუიძე: კარგია, რომ ახალგაზრდების მხრიდან არის ინფორმირებული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. როგორც ირინე ფრუიძემ სტუდენტებს განუმარტა, კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე, ხელი შეუწყოს ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ეფექტიან განხორციელებას. 

მან ახალგაზრდებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომიტეტი აქტიურად ეწევა საქართველოს პარლამენტში ევროპული მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების, აგრეთვე, ევროინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკურ-ექსპერტულ საქმიანობას. 

ირინე ფრუიძემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო ღია მმართველობის გასაძლიერებლად საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის სერვისები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ვებ გვერდს საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად ბოლო პერიოდში დაემატა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. 

„ძალიან აქტიური ახალგაზრდები არიან, დაისვა ძალიან საინტერესო კითხვები. კარგია, რომ ახალგაზრდების მხრიდან არის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. რაც მთავარია, ეს არის ინფორმირებული მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საკითხის ელჩები იქნებიან ახალგაზრდებში“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ შეხვედრის ბოლოს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 Mar 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 May 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 May 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 May 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 May 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R